FRIDAY, 27 JANUARY, 2012
You are here : Home სპორტი საფეხბურთო მიდი-მოდი

საფეხბურთო მიდი-მოდი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - ბაჩანა კვაჭაძე   
MONDAY, 18 მაისი 2009 00:00
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, დიდი დრო აღარ დარჩენილა, თუმცა უკვე რამდენიმე ახალი უკვე გადაწყვეტილი ტრანსფერი სახეზეა. გერმანული მედიის ინფორმაციით დასრულდა დიეგო რობასის ირგვლივ ატეხილი დავა და გაუგებრობა. ბრემენის „ვერდერი”-ს ნამდვილი ლიდერი, დიეგო კარიერას იტალიურ გრანდ ტურინის „იუვენტუს”-ში გააგრძელებს. ბრაზილიელი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა. უეფას თასის ფინალში გასულმა „მუსიკოსებმა” დიდი ხანია იციან, რიბასის შენარჩუნებას რომ ვერ მოახერხებდნენ და მის სარფიან გაყიდვას ელოდებოდნენ. მართლაც, დიეგო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც ბუნდესლიგიდან გაიყიდა. მის ნაცვლად „ვერდერი” 24,5 მილიონ ევროს ჩაირიცხავს. თავად ფეხბურთელი კი წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტის დადება და დეტალები დიეგო რიბასის მამამ და აგენტმა, ჯაირი და კუნიომ გაახმაურა.
დღეს შევეცდები ფაქტები გაგაცნოთ, რომელიც ჭორი ან უბრალოდ სურვილები არ არის.
წარსულში ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი, სამწვრთნელო საქმიანობას კი შეუდგა, მაგრამ სათამაშო კარიერისაგან განსხვავებით, ამ სფეროში დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. ბულგარეთის ნაკრებში უშედეგო მუშაობის შემდეგ, 1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბადირი შოტლანდიურ „სელტიკში” წასულა. ხრისტო „სელტიკი”-დანაც გაუშვეს და ირანულ „აბუ მოსლემი”-ს ორწლიანი კონტრაქტი დაუდო.
მექსიკის საფეხბურთო ფედერაციამ კი მოურიდებლად მიუთითა კარისკენ ცნობილ შვედ სპეციალისტს, სვენ გორან ერიქსონს. ამ კაცს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. „ლაციო”-სა და ინგლისის ნაკრების ექს-მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩაუდგა სათევეში „მწვანეებს”, მაგრამ როგორც ჩანს, ვერაფერი გაახერხა. ფედერაციისათვის უკანასკნელი წვეთი ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა. რაც არ უნდა სახელოვანი მწვრთნელი იყოს, ჰონდურასთან წაგების პატიება მართლაც ძნელია, თუ მაინც და მაინც ფედერაციას ნოდარჩიკა ახალკაცი უნდა პრეზიდენტობდეს და მისი გუნდით მართავდეს საფეხბურთო სამყაროს.
ინტერნეტ გამოცემების მიხედვით, ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრალ სისე, რომელიც „მარსელის” საკუთრება კი არის, მაგრამ იჯარით ინგლისურ „სანდერლენდში” ბურთაობს, „ტოტენჰემის” რიგებს შეუერთდა. ერთ დროს მაგრად გაპიარებული „შავი ფრანგი” სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მაგარი, როგორიც გვეგონა და აი, ახლა იჯარით დაბორიალობს აქეთ-იქეთ და გუნდს ეძებს.
ახლა კი ცოტა ჭორებიც მოვისმინოთ. მოგეხსენებათ, წამყვან ევროპულ სპორტულ გამოცემებში მოღვაწე ჩემი კოლეგები თავს ბევრის უფლებას აძლევენ და ჭორებს-ჭორებზე „უპრაგონოდ” ავრცელებენ, რამდენიმემ მეც დამაინტერესა და მსურს გაგაცნოთ.
ესპანელი ნახევარმცველი ხაბი ალონსო, რომელიც „ლივერპულში” თამაშობს, „რეალ”-ს სდომებია და მზადაა ხაბი სამშობლოში დააბრუნოს. თუმცა ალონსოს პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობი ყოფილა. „რეალ”-ის დატოვება კი „მარადპერსპექტიულ” არგენტინელს სავიოლას გადაუწყვეტია. „ბაჭია” უკმაყოფილო ყოფილა, აღარ მათამაშებენო. 27 წლის „ახალგაზრდით” ინგლისური პრემიერ-ლიგის საშუალო გუნდები დაინტერესბულან.
აღარ ეშვებიან კაკას „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები, დალაპარაკებიათ ფეხბურთელს და ხუთწლიანი კონტრაქტიც შეუთავაზებიათ. ბრაზილიელ ვარსკვლავში „მენიუ” „მილანს” 50 მილიონ გირვანქას დაპირებია. რით ვერ მოეშვნენ ამ კაცს ეს „წითელი ეშმაკები”, ვერ გამიგია, ან „როსონერიმ” ეგ რომ გაუშვას, ვინ უნდა მოიყვანოს მაგაზე კარგი? ფრთხილად სილვიო და ადრიანო (ბერლუსკონი და გალიანი), ემ მანდ „მილანის” ფანობამ ტვინზე სისხლი არ გადაგაროთ.
აქტიურობს „ინტერიც”,ისინი მზად არიან „ბარსელონას” 11,8 მილიონი გირვანქა ჩაურიცხონ ანგარიშზე (თითქოს ფული აკლდეთ). სამაგიეროდ თავის გუნდში ბელარუსი ნახევარმცველის, ალექსანდრ გლების ჩარიცხვა სურთ „ინტერის” ბოსებს. „ბარსა ჯერ დუმს, არც გლები ენამზეობს, ასე, რომ ვნახოთ, გაყვება თუ არა გლები ვიტალი კუტუზოვის გზას და თავს სერია A-ში თუ ამოყოფს.
შეაგროვა და თქვენთვის მოამზადა ბაჩანა კვაჭაძემ.

 

ახალი ნომერი

არქივი

გამოკითხვა

საიდან კითხულობთ ჩვენს გაზეთს?
 

ხაზზეა

ჩვენ გვყავს 110 სტუმარი ხაზზე